|
2024-08-13 14:11:53, 418 ნახვა
მსოფლიო
ირანის საგარეო უწყება - ისრაელთან დაკავშირებით საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის მოწოდებებს პოლიტიკური ლოგიკა არ აქვს
თეირანის მიმართ საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის მოწოდებებს პოლიტიკური ლოგიკა არ აქვს და საერთაშორისო სამართლის ნორმებს ეწინააღმდეგება,- ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ. უწყების სპიკერის, ნასერ ქანაანის თქმით, ირანს ისრაელის შეჩერება აქვს გადაწყვეტილი და მოუწოდებს საფრანგეთს, გერმანიას და დიდ ბრიტანეთს, "ერთხელ და სამუდამოდ შეეწინააღმდეგონ ღაზაში მიმდინარე ომს". "გაეროს უშიშროების საბჭოს უმოქმედობა და დასავლეთის ქვეყნების მიერ სიონისტური რეჟიმის მხარდაჭერა ღაზას სექტორში კრიზისის რეგიონული გაფართოების მთავარ ფაქტორებს წარმოადგენს... საფრანგეთი, გერმანია და დიდი ბრიტანეთი თავხედურად მოითხოვენ ირანისგან, არ უპასუხოს ისრაელის მიერ მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას და დატოვოს სიონისტური რეჟიმის დანაშაულები ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე“,- განაცხადა ქანაანმა. შეგახსენებთ, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და გერმანიამ მოუწოდეს ირანს და მის მოკავშირეებს, ისრაელზე თავდასხმებისგან თავი შეიკავონ. როგორც პრეზიდენტ ემანულ მაკრონის, პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერისა და კანცლერ ოლაფ შოლცის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, ისრაელზე თავდასხმა "გაამძფრებს დაძაბულობას და ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შანსებს საფრთხეს შეუქმნის".
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)