06:21 - 25 Jul, 2026
|
2024-08-13 09:46:21, 668 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსი ოკუპანტების მიერ გაშვებული 38 „შაჰიდიდან“ 30 ჩამოვაგდეთ
გასულ ღამეს რუსეთის მიერ გაშვებული 38 "შაჰიდის" ტიპის დრონიდან 30 ჩამოვაგდეთ,- ამის შესახებ საჰაერო ძალების სარდალი მიკოლა ოლესჩუკი Telegram-ზე წერს. როგორც ოლესჩუკი წერს, რუსეთმა უკრაინას ასევე 2 "ისკანდერ-მ"/KN-23-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტით შეუტია. საზენიტო თავდაცვა მუშაობდა მიკოლაევის, ვინიცის, სუმის, კიროვოგრადის, ხერსონის, ჩერნიგოვის, დნეპროპეტროვსკისა და ჩერკასის ოლქებში. როგორც საჰაერო თავდაცვის ძალები იუწყება, თავდასხმის მოგერიებაში ჩართული იყო ავიაცია, საზენიტო-სარაკეტო ნაწილები, მობილური სახანძრო ჯგუფები და ელექტრონული ომის დანაყოფები.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)