06:21 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-12 14:21:33, 752 ნახვა

ომი უკრაინაში
Forbes - უკრაინის არმია კურსკის ოლქში სანგრებს თხრის - ეს, სავარაუდოდ, მიანიშნებს, რომ იქ დიდი ხნით დარჩენას აპირებს

უკრაინის არმია რუსეთში, კურსკის ოლქში სანგრებს თხრის. ამის შესახებ ინფორმაციას Forbes-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, უკრაინელები რუსეთის ტერიტორიაზე დიდი ხნით აპირებენ დარჩენას.

"კურსკის ოლქში უკრაინელების შეტევის მეექვსე დღეს სულ უფრო მეტი მტკიცებულება ჩნდება, რომ უკრაინელების ნაწილი ან ყველა ანუ ხუთი ბრიგადა, რომელთა შემადგენლობაში 2 000 ადამიანია და პლუს, სულ მცირე, ერთი ბატალიონი, რომლის შემადგენლობაში 400 ჯარისკაცია, რუსეთის ტერიტორიაზე დარჩენას გეგმავს“,- წერს Forbes-ი. 

მედია აგრეთვე აღნიშნავს, რომ სანგრებს რუსებიც ამზადებენ, რომლებიც სტატიკურ ომს პროგნოზირებენ.

"ის, რომ ორივე მხარე ამაგრებს პოზიციებს, არ ნიშნავს, რომ უკრაინელებმა შეწყვიტეს შეტევა. ეს ასევე არ ნიშნავს იმას, რომ რუსებს არ შეუძლიათ კონტრშეტევა და უკრაინელების საზღვართან უკუგდება. მაგრამ ეს ნიშნავს, რომ ფრონტის ხაზის სტაბილიზაცია და კურსკის ტერიტორიაზე უკრაინელების დიდი ხნით დარჩენა დღის წესრიგში დგას“,- წერს მედია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics