06:21 - 25 Jul, 2026
|
2024-08-12 09:03:12, 657 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - რუსებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე ხანძარი გააჩინეს
ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე რუსებმა ხანძარი გააჩინეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი Telegram-ზე წერს. ზელენსკის თქმით, რუსეთმა პასუხი უნდა აგოს მომხდარზე. "რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე ხანძარი გააჩინეს. ახლა რადიაციის მაჩვენებელი ნორმაშია, მაგრამ სანამ ატომურ ელექტროსადგურზე კონტროლს რუსი ტერორისტები ინარჩუნებენ, სიტუაცია ნორმალური არაა და ვერ იქნება. ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაკავების პირველივე დღიდან რუსეთი მას მხოლოდ უკრაინის, მთელი ევროპისა და მსოფლიოს შანტაჟისთვის იყენებს. ველოდებით მსოფლიო რეაქციას, ველოდებით ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს რეაქციას. რუსეთმა ამაზე პასუხი უნდა აგოს“,- განაცხადა ზელენსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)