|
2024-08-10 15:17:42, 319 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე: ბიძინა ივანიშვილს ყველაფერი დეკლარირებული ჰქონდა და მას რუსეთთან ბოლო ათეული წლებია შეხება არ ჰქონია
თბილისის მერი კახა კალაძე სრულ სიცრუეს და ცილისწამებას უწოდებს პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ქონებასთან დაკავშირებით გავრცელებულ მორიგ დეზინფორმაციას. მისივე თქმით, საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, დეზინფორმაციის გავრცელების რიცხვი მოიმატებს, რისთვისაც საზოგადოება მზად უნდა იყოს. „რაც უფრო მოახლოვდება 26 ოქტომბერი, მსგავსი ტიპის დეზინფორმაციები უფრო გაძლიერდება. ამისთვის მზად უნდა ვიყოთ ყველა, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა. ერთ მხარეს არის გუნდი, რომელსაც „ქართული ოცნება“ ჰქვია - გუნდი, რომელიც იბრძვის, რომ ქვეყანაში შეინარჩუნოს მშვიდობა, მოახდინოს ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერება, განვითარება და ამ ყველაფრის სულისჩამდგმელი გახლავთ პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი. მისი ხელმძღვანელობით, თაოსნობით ამ წლების განმავლობაში, იმ პრაგმატული პოლიტიკის გატარება მოხდა, რამაც მოგვცა შესაძლებლობა, ქვეყანაში არ ყოფილიყო ის უბედურება, რაც ჩვენდა სამწუხაროდ, დღეს უკრაინაში ხდება. ამიტომ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს პოლიტიკა გაგრძელდეს და ქვეყანაში შენარჩუნდეს მშვიდობა“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, ის ინფორმაცია, რაც უცხოურ მედიაში ბიძინა ივანიშვილის შესახებ გავრცელდა, სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, რუსეთთან შეხება წლების განმავლობაში აღარ ჰქონია. „კიდევ ერთხელ ვიმეორებ: სამწუხაროა, როდესაც ხდება ამ ტიპის მანიპულაციები. ყველამ კარგად იცის, რომ ბიძინა ივანიშვილს ყველაფერი დეკლარირებული ჰქონდა. მას რუსეთთან ბოლო 20-25 წელია შეხება არ ჰქონია. ზუსტად არ მახსოვს, რომელი წელი იყო, როდესაც რუსეთი დატოვა და საქართველოში წამოვიდა. რითაც ჩვენს ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილი იყო დაკავებული, ეს მხოლოდ და მხოლოდ ქველმოქმედება და კარგი საქმეების კეთება იყო. ამ ტიპის სტატიები, განცხადებები, ვფიქრობ, კიდევ უფრო გაძლიერდება და წამოვა. საზოგადოება მზად უნდა ვიყოთ ამგვარი სპეკულაციებისა და სიბინძურისთვის, რაც დასავლეთიდან მოდის“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)