|
2024-08-09 14:56:56, 738 ნახვა
ომი უკრაინაში
WP - უკრაინელი სამხედროები კურსკის ოლქში 100 კვადრატულ კილომეტრს აკონტროლებენ
უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთში, კურსკის ოლქში 100 კვადრატულ კილომეტრს აკონტროლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Washington Post-ი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველზე დაყრდნობით ავრცელებს. ზელენსკის მრჩეველმა, რუსეთის შიგნით უკრაინის სამხედრო აქტივობა დაადასტურა და აღნიშნა, რომ მისმა ძალებმა სამ დღეში, დაახლოებით, 100 კილომეტრის მოცულობის ტერიტორია დაიკავეს. მისივე ინფორმაციით, უკრაინელებმა ასობით ტყვე აიყვანეს და აიღეს ბენზინგასამართი სადგური, რომელსაც რუსეთი უნგრეთსა და სლოვაკეთთან ენერგოტრანზაქციებისთვის იყენებს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ უკრაინის ოპერაცია აშშ-სგან მიღებული იარაღით ხორციელდება. “უკრაინელები ცდილობენ, ხელი შეუშალონ რუსული ძალების გადაადგილებას ხარკოვის რეგიონში სუმის სამხრეთ-აღმოსავლეთით“,- განაცხადა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)