06:19 - 25 Jul, 2026
|
2024-08-08 17:34:56, 726 ნახვა
ომი უკრაინაში
მედვედევი - სპეციალური სამხედრო ოპერაცია ხარკოვამდე, კიევამდე და უფრო შორსაც უნდა წავიდეს
სპეციალური სამხედრო ოპერაცია ხარკოვამდე, კიევამდე და უფრო შორსაც უნდა წავიდეს. ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა Telegram-ზე დაწერა. მისი თქმით, რუსები მხოლოდ მაშინ გაჩერდებიან, როცა ამას თავისთვის მისაღებად და მომგებიანად მიიჩნევენ. “სპეციალური სამხედრო ოპერაცია ხარკოვამდე, კიევამდე და უფრო შორსაც უნდა წავიდეს. ეს აღარ არის მხოლოდ ჩვენი ოფიციალური ტერიტორიების დაბრუნების და ნაცისტების დასჯის ოპერაცია. შეგვიძლია და საჭიროცაა ჯერ კიდევ არსებულ უკრაინის მიწებზე წასვლა, ოდესამდე, ხარკოვამდე, დნეპროპეტროვსკამდე, ნიკოლაევამდე, კიევამდე და უფრო შორსაც. მხოლოდ მაშინ გავჩერდებით, როცა ამას ჩვენთვის მისაღებად და მომგებიანად მივიჩნევთ“,- წერს მედვედევი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)