|
2024-08-08 15:41:14, 910 ნახვა
რეგიონი
მერისში, რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული ეროვნული გმირის, ფრიდონ თურმანიძის ხსოვნას პატივი მიაგეს
დღეს, სოფელ მერისში, რუსეთ-საქართველოს ომის 16-წლისთავთან დაკავშირებით, პატივი მიაგეს დაღუპული ეროვნული გმირის ხსოვნას. ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მერისში მცხოვრები უმცროსი სერჟანტი ფრიდონ თურმანიძე - 2008 წლის 10 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, სოფელ ყელქცეულში 28 წლის ასაკში დაიღუპა. დატოვა 2 მცირე წლოვანი შვილი, მეუღლე და მშობლები. „გმირი ფრიდონ თურმანიძე ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენითაა დაჯილდოებული. მუნიციპალიტეტის მერმა როლანდ ბერიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძემ, სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და რეკრუტირების ქედის მუნიციპალური განყოფილების უფროსმა მაიორმა მუხრან ბერიძემ, ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეებმა, სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებმა და საზოგადოების წევრებმა გმირის საფლავი საქართველოს დროშით, გვირგვინითა და ყვავილებით შეამკეს”, - ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)