|
2024-08-08 11:54:33, 762 ნახვა
ომი უკრაინაში
ISW - უკრაინის ძალებმა კურსკის ოლქის სიღრმეში 10 კილომეტრით წინ წაიწიეს
უკრაინის ძალებმა კურსკის ოლქის სიღრმეში 10 კილომეტრით წინ წაიწიეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ომის შემსწავლელი ინსტიტუტი“ (ISW) ავრცელებს. ISW-ს ექსპერტები აცხადებენ, რომ კურსკის ოლქში უკრაინის წინსვლა, ამჟამად დადასტურებული მასშტაბები და მდებარეობა მიუთითებს, რომ სამხედროებმა გაარღვიეს, სულ მცირე, რუსეთის თავდაცვის ორი ხაზი და ერთი საყრდენი პუნქტი. "რუსი ოფიციალური პირები ცდილობენ, იპოვონ ბალანსი უკრაინის მხრიდან ამ ძალისხმევის თვალსაჩინო ესკალაციად წარმოჩენას, მათი პოტენციური შედეგების გაზვიადების თავიდან აცილებასა და შიდა უკმაყოფილების საფრთხეს შორის", - აღნიშნავენ ექსპერტები. ISW-ის მიმოხილვაში აგრეთვე აღნიშნულია, რომ უკრაინის სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა 7 აგვისტოს ვითარება შეაფასა და აღნიშნა, რომ რუსეთის შეტევითი შესაძლებლობები პიკს მიაღწევს ერთ-ნახევარ-ორ თვეში, რაც ემთხვევა ISW-ის შეფასებას.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)