23:25 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-18 15:33:13, 577 ნახვა

საზოგადოება
გიორგი კვირიკაშვილი ბაჩანა ბრეგვაძეზე: პირადად ჩემთვის, ეს ძალაინ დიდი დანაკლისია

"ბაჩანა ბრეგვაძის გარდაცვალება, დიდი გულის ტკივილია, ყველა იმ ადამიანისთვის ვისთვისაც მისი ნააზრევი ძალიან ძვირფასია", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ბაჩანა ბრეგვაძის სამოქალაქო პანაშვიდზე დასწრების შემდეგ განაცხადა.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, ამა თუ იმ მოვლენის შეფასებისას, ის მოვლენებს ხშირად ბაჩანა ბრეგვაძის პრიზმაში ხედავს.

"ბაჩანა ბრეგვაძის გარდაცვალება, დიდი გულის ტკივილია, ყველა იმ ადამიანისთვის ვისთვისაც მისი ნააზრევი ძალიან ძვირფასია. მისმა ნააზრევმა, ჩვენზე ძალიან დიდი ზეგავლენა იქონია. პირადად ჩემთვის, ეს ძალაინ დიდი დანაკლისია", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სიონის საკათედრო ტაძრიდან გამოსვენების ცერემონია 14:00 საათზე დაიწყო. სახელმწიფო დამკრძალავი კომისიის გადაწყვეტილებით, ცნობილი ქართველი მეცნიერი, მთარგმნელი და მწერალი ბაჩანა ბრეგვაძე ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში დაიკრძალება.

ამავე კომისიის რეკომენდაციით, თბილისის ერთ-ერთ ქუჩას სწორედ ბაჩანა ბრეგვაძის სახელი მიენიჭება. სახელმწიფო დამკრძალავი კომისია პრემიერ-მინისტრის დავალებით შეიქმნა და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლით დაკომპლექტდა.

ბაჩანა ბრეგვაძის სამოქალაქო პანაშვიდს, საქართფველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, თბილისის მერი დავით ნარმანია, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics