06:21 - 25 Jul, 2026
|
2024-08-08 09:39:35, 640 ნახვა
ომი უკრაინაში
სტანო - უკრაინას თავდაცვისა და მათ შორის, აგრესორის ტერიტორიაზე დარტყმის კანონიერი უფლება აქვს
უკრაინას თავდაცვის, მათ შორის აგრესორის ტერიტორიაზე დარტყმის, კანონიერი უფლება აქვს,- ამის შესახებ ევროკომისიის სპიკერი პიტერ სტანო საუბრობს და კურსკის ოლქში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. სტანოს თქმით, ევროკავშირი, რუსეთის აგრესიისგან დასაცავად, უკრაინის ლეგიტიმური უფლების სრულ მხარდაჭერას აგრძელებს. “ევროკავშირი აგრძელებს უკრაინის ლეგიტიმური უფლების მხარდაჭერას რუსული აგრესიისგან თავდაცვისა და სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მცდელობებზე“,- განაცხადა სტანომ. შეგახსენებთ, უკრაინულმა ძალებმა კურსკის ოლქის საზღვარი გადაკვეთეს, რასაც რუსეთის მიწაზე შეტაკებები მოჰყვა, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა "დიდი პროვოკაცია" უწოდა. ოფიციალურ კიევს ამ დრომდე განცხადება არ გაუკეთებია.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)