2016-02-18 15:26:56, 465 ნახვა
საზოგადოება
თინა ხიდაშელი თურქეთში მომხდარი აფეთქების გამო მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი თურქეთის დედაქალაქ ანკარაში მომხდარი აფეთქების გამო მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულთა ოჯახის წევრებს უსამძიმრებს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ თურქეთის დედაქალაქ ანკარაში გუშინ საღამოს მომხდარი საშინელი აფეთქების გამო. პირადად ჩემი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ქართველი ხალხის სახელით ვუსამძიმრებ თურქეთის ხელისუფლებას, თურქ ხალხსა და განსაკუთრებით, დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებს.
კიდევ ერთხელ მინდა თანაგრძნობა გამოვხატო ამ მძიმე წუთებში და სამძიმარი გამოვთქვა დაღუპულთა ოჯახების მიმართ“,-ნათქვამია სამძიმრის წერილში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან