|
2024-08-05 13:05:51, 695 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - მოსკოვის შესაძლო რეაქციის გამო, უკრაინის მეზობელ ქვეყნებს რუსული რაკეტების ჩამოგდების ეშინიათ
უკრაინის მეზობელ ქვეყნებს ეშინიათ რუსული რაკეტების ჩამოგდების მოსკოვის შესაძლო რეაქციის გამო,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ზელენსკის თქმით, უკრაინა მეზობელ ქვეყნებთან, მათ მიერ უკრაინის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების ჩამოგდების შესაძლებლობას განიხილავს. „ჩვენ უნდა ვიმუშაოთ მეზობელი ქვეყნებიდან სამხედრო თვითმფრინავების გამოყენების ტექნიკურ შესაძლებლობებზე იმ რაკეტების წინააღმდეგ, რომლებიც უკრაინას ჩვენი მეზობლების მიმართულებით მოხვდა. პირველ რიგში, ალიანსის ქვეყნები“,- განაცხადა ზელენსკიმ. მისივე თქმით, პოლონეთთან თავდაცვის შეთანხმებაში არის პუნქტი, რომელიც ვარშავის მიერ უკრაინის თავზე რუსული რაკეტების ჩამოგდების შესაძლებლობას განიხილავს. "აგრეთვე, ნატოს წამყვანი ქვეყნების (აშშ, გერმანია და დიდი ბრიტანეთი) ლიდერებმა, ასევე ალიანსის გენერალურმა მდივანმა განაცხადეს, რომ ნატოს ქვეყნები არ ჩამოაგდებდნენ რუსულ რაკეტებს, რათა არ გახდნენ ომის მონაწილეები“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)