|
2024-08-04 18:57:15, 746 ნახვა
ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი - F-16-ები უკრაინაშია
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ქვეყანამ F-16-ის ტიპის თვითმფრინავები მიიღო. ზელენსკი პარტნიორებს დამხარებისთვის მადლობას უხდის. "F-16-ები უკრაინაშია. მადლობელი ვარ, ბიჭებო, ვინც ამ თვითმფრინავების მართვა ისწავლეთ და ჩვენი სახელმწიფოსთვის მათი გამოყენება უკვე დაიწყეთ. მადლობას ვუხდი ჩვენს გუნდს ამ შედეგისთვის. მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს პარტნიორს, რომლებიც F-16-ით გვეხმარებიან და პირველ სახელმწიფოებს, რომლებმაც ჩვენი თხოვნა ისმინეს - დანიას, ნიდერლანდებსა და აშშ-ს და ყველა ჩვენს პარტნიორს - ჩვენ ვაფასებთ თქვენს მხარდაჭერას. და ვუსურვებ ჩვენს საჰაერო ძალებს, ყველა ჩვენს ჯარისკაცს, იგრძნონ სიამაყე ჩვენს საბრძოლო ავიაციაში და უკრაინას მოუტანონ ზუსტად ისეთი საბრძოლო შედეგები, რომლებიც დააახლოებენ ჩვენს გამარჯვებას - ჩვენს სამართლიან მშვიდობას უკრაინისთვის. დიდება უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებს! დიდება ჩვენს ხალხს! დიდება უკრაინას!" - წერს ზელენსკი Telegram-ზე.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)