|
2024-08-01 16:50:53, 808 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - თუ ჩინეთი მოისურვებს, მას შეუძლია რუსეთს ომის შეწყვეტა აიძულოს
თუ ჩინეთი მოისურვებს, მას შეუძლია, რუსეთს ომის შეწყვეტა აიძულოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრანგულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ისურვებდა, ჩინეთს ჰქონდეს ძლიერი პოზიცია ამ ომთან დაკავშირებით, რათა მათ შეძლონ რუსების შეჩერება. "თუ ჩინეთი მოისურვებს, მას შეუძლია, აიძულოს რუსეთი შეაჩეროს ეს ომი. როგორც მთელ სამყაროზე ვსაუბრობთ, ჩინეთი ამ სამყაროს განუყოფელი ნაწილია, ერთ-ერთი გავლენიანი ძალა. ვისურვებდი, რომ მათ არ ჰქონოდათ შუამავლის მისია. ვისურვებდი, რომ რუსეთზე ზეწოლა მოახდინონ, რომ ომი დასრულდეს. ისევე, როგორც შეერთებული შტატები ახორციელებს ზეწოლას. ისევე, როგორც ევროკავშირი ახდენს ზეწოლას", - თქვა ზელენსკიმ. ზელენსკის განცხადებით, რაც უფრო ძლიერია სახელმწიფო, რუსეთზე ზეწოლაც მით უფრო ძლიერი იქნება და შედეგის მიღწევაც სწრაფად მოხდება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)