10:37 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-01 09:58:52, 429 ნახვა

მსოფლიო
ნეთანიაჰუ - ბეირუთზე თავდასხმის შემდეგ ყველა მხრიდან მუქარა ისმის - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვართ

ისრაელი ნებისმიერი სცენარისთვის მზად არის,- ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ მოქალაქეების მიმართვის დროს განაცხადა.

ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ლიბანის დედაქალაქ ბეირუთზე თავდასხმის შემდეგ "ყველა მხრიდან მუქარა ისმის".

"ისრაელის მოქალაქეებო, რთული დღეები წინაა. ბეირუთზე თავდასხმის შემდეგ მუქარა ისმის ყველა მხრიდან. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი სცენარისთვის და ჩვენ ვიდგებით ერთიანად, მტკიცედ ნებისმიერი საფრთხის წინააღმდეგ“,- განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა. 

ნეთანიაჰუ, რომელიც ამბობს, რომ "ომს დრო დასჭირდება", ისრაელის მოქალაქეებისგან მოთმინებას ითხოვს.

შეგახსენებთ, ისრაელმა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთზე თავდასხმა 30 ივლისს განახორციელა, რასაც "ჰეზბოლას" უმაღლესი სამხედრო  მეთაური ფუად შუქრი ემსხვერპლა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეირანი ჰორმუზის სრუტის გავლით გადასასვლელად საფასურს დააწესებს მემორანდუმის შესაბამისად
მეწყერის გამო სოფელ მაღაროსკართან ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics