|
2024-07-31 16:01:12, 980 ნახვა
რეგიონი
ბათუმში დაუნის სინდრომის ასოციაციის რეგიონული წარმომადგენლობის ოფისი გაიხსნა
ბათუმში საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის რეგიონული წარმომადგენლობის ოფისი გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ორგანიზაციის რეგიონული საქმიანობის მხარდასაჭერად, საოფისე ფართი უსასყიდლოდ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, სასტუმრო “ჰილტონ ბათუმმა” საკუთარ სივრცეში გამოჰყო. "საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის რეგიონული ოფისის გახსნის საზეიმო ღონისძიებას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზურაბ თენიეშვილი და ბათუმის მერის მოადგილე ლელა სურმანიძე დაესწრნენ. ღონისძიების ფარგლებში დამსწრე საზოგადოებას წარედგინა ინფორმაცია ასოციაციის მიერ განხორციელებული საქმიანობის, მიღწეული შედეგების და აჭარის რეგიონული წარმომადგენლობის სამომავლო გეგმების შესახებ",- ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)