|
2024-07-31 12:43:20, 822 ნახვა
ომი უკრაინაში
პოდოლიაკი - უკრაინა მზადაა რუსეთთან მშვიდობიანი მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ მხოლოდ საერთაშორისო სამართლის საფუძველზე
უკრაინა მზადაა რუსეთთან მშვიდობიანი მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ მხოლოდ საერთაშორისო სამართლის საფუძველზე,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა. პოდოლიაკის თქმით, "რუსული პროპაგანდა დიდ ფულს ხარჯავს, რათა შექმნას შთაბეჭდილება, რომ ომია, მაგრამ რუსეთი მოლაპარაკებებისთვის მზადაა, უკრაინა - კი არა". "მოლაპარაკება, რა თქმა უნდა, აუცილებელია, მაგრამ მეორე პუნქტია - რა პირობებით, რა საფუძველზე იქნება მოლაპარაკება. და აქ უკრაინა მკაფიოდ ამბობს: "დიახ, შევიდეთ მოლაპარაკებებში ისეთი პირობებით, რომლებიც ეფუძნება საერთაშორისო სამართალს, როგორც კონცეფციას". ამ კონცეფციიდან მთავარია ტერიტორიული მთლიანობა და სუბიექტურობა, სახელმწიფო სუვერენიტეტი",- აღნიშნა პოდოლიაკმა. მისივე თქმით, მოლაპარაკებები შედეგიანი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ "აგრესორის მშვიდობისკენ იძულების ინსტრუმენტები იმუშავებს".
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)