21:57 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-18 09:43:19, 649 ნახვა

საზოგადოება
ბაია გადაბაძე: ამ ტელევიზიის ჩამოშლას ხელს თუ რამე შეუწყობს, ეს იქნება კრედიტორთა კრების გადადება

სტუდია „მაესტროს“ მოქმედი გენერალური დირექტორი, ბაია გადაბაძე დღეს საჯარო რეესტრში კიდევ ერთხელ მივა. ის, საქმის წარმოების პროცესთან მიმართებაში დეტალური ინფორმაციის მიღებას აპირებს.

ბაია გადაბაძე იმ საფრთხეების შესახებ საუბრობს, რამაც შესაძლოა, კრედიტორთა საბჭოს სხდომის გადადება გამოიწვიოს და ამბობს, რომ ასეთ შემთხვევაში არ არის გამორიცხული ტელეკომპანიამ ფუნქციონირება შეწყვიტოს.

„ამ ტელევიზიის ჩამოშლას ხელს თუ რამე შეუწყობს, ეს იქნება კრედიტორთა კრების გადადება და ტელევიზიის ვალების არ ჩამოწერა. ამ შემთხვევაში ყველა უცხოელი კრედიტორი ინკასოს დამადებს და ქონება, რომელიც ტელევიზიას გააჩნია ნაწილებად დაიშლება“, - განაცხადა ბაია გადაბაძემ.

ბაია გადაბაძის ამ მოსაზრებას ძმები გაჩეჩილაძეები არ ეთანხმებიან და კრედიტორთა საბჭოს სხდომის გადადებას იმ დრომდე ითხოვენ, სანამ ლევან გაჩეჩილაძე სტუდია „მაესტროს“ გენერალურ დირექტორად არ დარეგისტრირდება, - ამის შესახებ გაჩეჩილაძეების ადვოკატმა ირაკლი კორძახიძემ განაცხადა.

„მიგვაჩნია, რომ კრება უნდა გადაიდოს. მოსამართლეს უკვე მივმართეთ. სანამ არ დარეგისტრირდება ლევან გაჩეჩილაზე „მაესტროს“ გენერალურ დირექტორად. „მაესტროს“ ინტერესები უნდა იყოს დაცული. ბაია გადაბაძე  არა „მაესტროს“ ინტერესებს წარმოადგენს, არამედ მისი კრედიტორის, კოტე გოგელიას ინტერესებს. აბსურდია, რომ „მაესტროს“ მაუწყებობა კრედიტორთა კრებაზეა დამოკიდებულია“, - აღნიშნა ირაკლი კორძახიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics