|
2024-07-30 10:14:50, 860 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის გენშტაბი - რუსეთში, კურსკის ოლქის ენერგოობიექტებს დავარტყით
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კიდევ ერთი დარტყმა მიაყენეს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებულ მნიშვნელოვან ობიექტებს - კერძოდ, უკრაინული ძალები თავს დაესხნენ 4 ელექტროქვესადგურს რუსეთში, კურსკის ოლქში. გენშტაბის ცნობით, თავდასხმის შედეგად ელექტრომომარაგების შეფერხებები ფიქსირდება კურსკის და პონიროვსკის ოლქებში, სოლნცევსკისა და კურსკის რაიონებში. “თავდასხმები უკრაინის უშიშროების სამსახურის სპეციალური ოპერაციების ცენტრის “A“ ძალებითა და საშუალებებით (SBU-ს TsSO “A“) თავდაცვის ძალების სხვა კომპონენტებთან თანამშრომლობით განხორციელდა. მტრის სამხედრო და ეკონომიკური პოტენციალის შელახვის ღონისძიებები გაგრძელდება მანამ, სანამ დამპყრობლები არ შეწყვეტენ შეიარაღებულ აგრესიას უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ. რუსული ინდუსტრია, რომელიც მუშაობს უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის, უკრაინის ლეგიტიმური სამიზნეა. ეს ობიექტები, სხვა საკითხებთან ერთად, რუსეთის რკინიგზის ფუნქციონირებას უზრუნველყოფს, რომელიც იარაღისა და სამხედრო ტექნიკის ტრანსპორტირებას მისი საოკუპაციო ჯარის მხარდასაჭერად ახორციელებს ",- წერს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)