|
2024-07-30 09:36:38, 775 ნახვა
ომი უკრაინაში
აშშ უკრაინას 200 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს
ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას სამხედრო დახმარების მორიგ პაკეტს გადასცემს, რომლის ღირებულებაც 200 მილიონ დოლარს შეადგენს. ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. კირბიმ განმარტა, რომ დახმარების აღნიშნული პაკეტი მოიცავს საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობას, HIMARS-ის საარტილერიო საბრძოლო მასალას და Javelin-ის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს. პენტაგონი უკრაინას დამატებით გადასცემს საჰაერო თავდაცვის სისტემებს, ასევე შორ მანძილზე მოქმედ და ტანკსაწინააღმდეგო იარაღს. შეგახსენებთ, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების პაკეტის შესახებ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 11 ივლისსაც განაცხადა. პაკეტი Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემას მოიცავდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)