2016-02-17 22:01:24, 589 ნახვა
საზოგადოება
გურიის სოფლებს მტაცებლები შეესივნენ - ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ
გურიის სოფლებს მტაცებლები შეესივნენ. ადგილობრივების ცნობით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში მგლებმა ასზე მეტი პირუტყვი დაგლიჯეს. ხშირ შემთხვევაში ცხოველები ხალხს დღის განმავლობაშიც არ ერიდებიან. ისინი დახმარებას და დასახლებულ პუნქტებში მგლებზე ნადირობის აკრძალვის გაუქმებას ითხოვენ.
მგლები სოფლებს თავს უკვე მესამე წელია ესხმიან, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან რეაგირება არ ხდება. ადგილობრივები მონადირეების სპეციალური ჯგუფის შექმნას და დასახლებულ პუნქტებში მგლებზე ნადირობის აკრძალვის გაუქმებას ითხოვენ.
გასცემს თუ არა ნებართავს გარემოს დაცვის სამინისტრო მგლების ლიკვიდაციის შესახებ, ჯერჯერობით უცნობია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან