|
2024-07-29 12:57:34, 371 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე „ედისონ რისერჩის“ კვლევაზე - თარგამაძემ რაღაც მოხაზა კეზერაშვილთან ერთად, მაგაზე მაკეთებინებთ კომენტარს?
მოგებული გქონიათ არჩევნები და ეგ არი. რატომ სვამთ შეკითხვებს და რატომ ნერვიულობთ? მაგ სიმართლით იაროს ოპოზიციამ და ყველა რადიკალმა, - ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიის შეკითხვას „ედისონ რისერჩის“ უახლეს კვლევებთან დაკავშირებით. კალაძე ეჭვს გამოთქვამს "ედისონ რისერჩის“ კვლევის იმ ნაწილთან დაკავშირებით, რომელშიც ასახალია გამოკითხულთა დამოკიდებულება სოციალური საკითხების მიმართ. მისი თქმით, 2012 წლიდან ქვეყანა ეკონომიკურად ვითარდება, თუმცა სიღარიბე რჩება, როგორც გამოწვევა. "თარგამაძემ რაღაც მოხაზა კეზერაშვილთან ერთად, მაგაზე მაკეთებინებთ კომენტარს? არ მჭირდება კეზერაშვილის და თარგამაძის ნაწერები. ყოველდღიურად ვხვდები ხალხს, ყოველდღიურად დავდივარ თბილისში, ასევე, პარტიული ღონისძიებებით მოვიარე მთელი საქართველო, ყველა რაიონსა და და ქალაქში ვიყავი და ძალიან კარგად ვიცი, რა სიტუაციაა. რა თქმა უნდა გვაქვს ეკონომიკური ზრდა. ეს ციფრები რომ იწერება, ჩემი მოგონილი ხომ არ არის. 2012 წლიდან ქვეყანა მიდის წინ, ვითარდება ეკონომიკურად, ყველანაირ ასპექტში გვაქვს წინგადადგმული ნაბიჯები და გვაქვს შედეგები. ქვეყანაში შენარჩუნებული არის მშვიდობა, სიმშვიდე, მიუხედავად ზეწოლისა, მიუხედავად ბულინგისა, შემოტევებისა და ეს იქნება შენარჩუნებული. ცხადია, არსებობს გამოწვევები, არსებობს მოსახლეობას, ვისაც უჭირს, ჭირდება მხარდაჭერა და თანადგომა, მაგრამ ეს მარტო საქართველოში არ არის. ყველა ქვეყანაშია ასეთი მოსახლეობა. ზუსტად იმისთვის, რომ ჩვენ შევამციროთ ღარიბი მოსახლეობის რაოდენობა და ეს ტენდენცია გვაქვს, მნიშვნელოვანია ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება. თქვენ თუ ნახავთ, ქვეყანაში რა იყო და რა შედეგია დღეს, მიხვდებით, რომ სიღარიბე შემცირებულია, მაგრამ ეს არ გვაკმაყოფილებს. გვინდა, რომ კიდევ უფრო გავაძლიეროთ ეკონომიკურად ჩვენი ქვეყანა და წინ წავიდეთ, რომ კეთილდღეობა იგრძნოს ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ, თუმცა სანამ ქვეყანა ისე არ განვითარდება, რომ არცერთი ღარიბი ადამიანი არ გვეყოლება ქვეყანაში, მანამდე იმ შეჭირვებულ ოჯახებს დავეხმარებით“, - განაცხადა კალაძემ.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)