17:15 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-28 16:45:49, 461 ნახვა

მსოფლიო
ბულგარეთში, პიროტექნიკის ქარხანაში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 4-მდე გაიზარდა

ბულგარეთში, პიროტექნიკის ქარხანაში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 4-მდე გაიზარდა.ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ქვეყნის პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, შემთხვევის ადგილას ნაპოვნი ცხედრების იდენტიფიცირება ხდება. ისინი აფეთქების დროს საწყობში იმყოფებოდნენ.

მსხვერპლთა რიცხვი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს, რადგან ტერიტორიის დათვალიერება ამ დრომდე მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, აფეთქება პიროტექნიკის ქარხანაში ხანძარმა გამოიწვია. შემთხვევა ბულგარეთის დედაქალაქის მახლობლად მდებარე დასახლება ელინ პელინში, 25 ივლისს მოხდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics