17:15 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-28 14:54:28, 330 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე ოპოზიციის გაერთიანებაზე - ნულს რომ ნული მივუმატოთ, ხომ არაფერი შეიცვლება? - ეს არის ქართული ოპოზიციის დღევანდელი რეალობა

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ქართული ოპოზიციის გაერთიანებას პერსპექტივა არ გააჩნია. ამის შესახებ ინფორმაცია თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, კალაძის  თქმით, საარჩევნო ბარიერის გადალახვის შესაძლებლობა მაქსიმუმ ორ პარტიას ექნება. 

„ნულს რომ ნული მივუმატოთ, ხომ არაფერი შეიცვლება? ეს არის ქართული ოპოზიციის დღევანდელი რეალობა. მკვდარი მკვდარს რომ აეკიდება, ესაა მათი მოცემულობა. მათი მთავარი ამოცანა იქნება, როგორმე მიუახლოვდნენ საარჩევნო ბარიერს და მოახერხონ მისი გადალახვა, რომელსაც შეძლებს ალბათ ერთი ან მაქსიმუმ  ორი პოლიტიკური პარტია. ეს არის მათი დღევანდელი რეალობა. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, გაერთიანდებიან თუ არ გაერთიანდებიან, ცალ-ცალკე მიიღებენ მონაწილეობას თუ ასე შემდეგ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics