06:04 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-28 14:18:54, 412 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე სუს-ის გამოძიებაზე - საქმე გვაქვს რადიკალებთან, რომლებიც მზად არიან, იკადრონ და გააკეთონ ყველაფერი

საქმე გვაქვს რადიკალებთან, რომლებიც მზად არიან, რომ იკადრონ და გააკეთონ ყველაფერი, - ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით, რომელიც უწყების ინფორმაციით, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. 

როგორც კალაძემ თქვა, 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებზე, მოსახლეობა ყველას საკადრის   პასუხს გასცემს, მათ შორის, რადიკალებს.

„ჩვენ ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ, ვისთან გვაქვს საქმე. ჩვენ საქმე გვაქვს რადიკალებთან, რომლებიც მზად არიან, რომ იკადრონ და გააკეთონ ყველაფერი. ეს არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ ზოგადად, ხედავთ, რა ხდება მსოფლიოში, რა ხდება რეგიონში. აგერ, ყველამ ვნახეთ, რომ საპრეზიდენტო კანდიდატი ტრამპი ჩვეულებრივად გაიმეტეს სასიკვდილოდ, უბრალოდ გადარჩა, ასე შეიძლება ათასში ერთი ადამიანი გადარჩეს. შესაბამისად, ეს არის ბინძური ძალა საქართველოში, რომელიც, რა თქმა უნდა, ფინანსდება უცხოეთიდან, მფარველები ჰყავს უცხოეთში და მკადრებელია ყველაფრის. ეს არ არის უბრალო სიტყვები ან მოგონილი. გავიხსენოთ, როდესაც ისინი იყვნენ ხელისუფლებაში, რას აკეთებდნენ, რას ბედავდნენ, რას სჩადიოდნენ და რას აკადრებდნენ ქვეყნის მოსახლეობას. შესაბამისად, დღეს ჩვენმა  საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რას წარმოადგენენ აღნიშნული რადიკალები, ვინ არიან  ეს ადამიანები, საიდან იმართებიან, თუმცა ჩვენ გვმართებს ძალიან დიდი  სიფრთხილე. მე დარწმუნებული ვარ, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც 26 ოქტომბერს გაიმართება, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ყველას გასცემს საკადრის პასუხს, მათ შორის, რადიკალებს", - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics