|
2015-02-12 18:28:31, 3815 ნახვა
სამხედრო
სამხედრო-ტექნიკური ელექტრონული ლექსიკონის შემაჯამებელი პრეზენტაცია გაიმართა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ქართული სალიტერატურო ენის ნორმების შესაბამისი სამხედრო-ტექნიკური ელექტრონული ლექსიკონის შემაჯამებელი პრეზენტაცია გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტმა უწყების ხელმძღვანელობას ელექტრონული ლექსიკონის პროექტის შემდგომი განვითარების ხედვა წარუდგინა. შეხვედრაზე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის წარმომადგენლებმა სამხედრო ლექსიკონის შექმნის მნიშვნელობაზე იმსჯელეს. „სასაქონლო მარაგების სამხედრო-ტექნიკურ ტერმინთა ლექსიკონის“ წარდგენისას ყურადღება შესრულებულ სამუშაოსა და ამ პროცესში წარმოჩენილ პრობლემებზე გამახვილდა. შემაჯამებელ პრეზენტაციას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, ლევან ღირსიაშვილი და კახა ოქროჯანაშვილი, ასევე მინისტრის მრჩეველი გიორგი ბეროშვილი დაესწრნენ. ცნობისთვის, სამხედრო-ტექნიკური ლექსიკონი თავდაცვის უწყებასა და მის დაქვემდებარებულ სტრუქტურებში სასაქონლო მარაგების მოძრაობის თანამედროვე სტანდარტებზე გადაყვანას უზრუნველყოფს და შიდა სასაწყობე ოპერაციების სწორად ფორმირებას ხელს შეუწყობს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)