19:44 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-26 10:26:24, 392 ნახვა

საზოგადოება
DRG დაფინანსების მოდელის მიმდინარეობის საკითხზე, მორიგი სამუშაო შეხვედრა ზუგდიდში გაიმართა

სამედიცინო დაწესებულებების მომსახურების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების მოდელის მიმდინარეობის საკითხზე, მორიგი სამუშაო შეხვედრა ზუგდიდში გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებს, ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე და მისი პირველი მოადგილე ლადო კახაძე შეხვდნენ. 

"შეხვედრაზე, DRG-ის დაფინანსების სისტემა, არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრების გზები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა, რეგიონში არსებული კლინიკების საჭიროებებზე, ასევე - სამედიცინო მომსახურების განვითარებისთვის საჭირო მექანიზმებზე. ჯანდაცვის მინისტრმა, აღნიშნა, რომ სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი, რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეებისთვის, მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაა და ამ მიზნით, უწყება ქმედით ნაბიჯებს გადადგამს.

მიხეილ სარჯველაძემ ხაზი გაუსვა, რომ პაციენტების საუკეთესო ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია საჯარო და კერძო სექტორის აქტიური თანამშრომლობა. 
DRG დაფინანსების მოდელის მიმდინარეობის საკითხზე, აღნიშნული ფორმატის შეხვედრა უკვე მე-11 რეგიონში გაიმართა.

შეხვედრები პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ორგანიზებითა და ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ტარდება",- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics