12:47 - 22 Jul, 2026
|
2024-07-25 15:45:08, 912 ნახვა
რეგიონი
შიდა ქართლის რეგიონის ინოვაციების ბანაკ TECHSKILLS BOOTCAMP 2024-ში კასპის მუნიციპალიტეტიდან 13 ახალგაზრდა გაემგზავრა
დღეს კასპის მუნიციპალიტეტიდან შიდა ქართლის რეგიონის ინოვაციების ბანაკი TECHSKILLS BOOTCAMP 2024-ში 13 ახალგაზრდა გაემგზავრა. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, კასპის ტექნოპარკის ორგანიზებით, კასპის, გორის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების მერიების და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს დაფინანსებით, შიდა ქართლის რეგიონის ინოვაციების ბანაკი TECHSKILLS BOOTCAMP 2024 ტარდება. “5-დღიანი ბანაკი ბაკურიანში გაიმართება, რომელიც Web/Mobile Development მიმართულებით ინტენსიურ ტრენინგ კურსებს და "ვორქშოპებს" მოიცავს. ბანაკში მონაწილეები კონკურსის საფუძველზე შეირჩნენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)