06:57 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-25 09:25:04, 427 ნახვა

პოლიტიკა
მეთიუ მილერი - ვაპირებთ, საქართველოს მთავრობა განვსაჯოთ თავისი პოლიტიკური გადაწყვეტილებების გამო

ნათლად განვაცხადეთ, რომ ვაპირებთ, საქართველოს მთავრობა განვსაჯოთ თავის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მილერის თქმით, აშშ-ის გადაწყვეტილებები დამოკიდებულია ქმედებებზე, რომლებსაც საქართველოს მთავრობა იღებს.

“თქვენ თუ გადახედავთ ჩვენ მიერ განხორციელებულ ქმედებებს, ნათლად განვაცხადეთ, რომ ვაპირებთ, განვსაჯოთ საქართველოს მთავრობა თავის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით და ჩვენი პოლიტიკა დამოკიდებული იქნება მათ ქმედებებზე.

თქვენ ნახეთ, რომ სახელმწიფო მდივანმა განაცხადა საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვის შესახებ. ნახეთ, რომ მან შემოიღო პირველი შეზღუდვები, პირველი სანქციები საქართველოს ოფიციალური პირების წინააღმდეგ. საქართველოსთან ამ ურთიერთობების გადახედვა ახლაც გრძელდება.

ჩვენ ყოველთვის ვიმედოვნებთ, რომ ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც უკუსვლას იწყებს დემოკრატიული ზომებისკენ ან ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზისკენ, თავის კურსს შეცვლის. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვხედავთ, რომ ამ ქვეყნის ხალხი ამბობს, რომ მათ სურთ კურსის შეცვლა. თუმცა, მაშინ, როდესაც ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ისინი ცვლილებას განახორციელებენ, ჩვენ ჩვენს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ვავითარებთ ძალიან რეალური შესაძლებლობის გათვალისწინებით, იმ რეალური შემთხვევებისთვისაც, როდესაც ქვეყნები ამ კურსს არ ცვლიან“, – აღნიშნა მილერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics