04:38 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-24 14:42:39, 370 ნახვა

სამართალი
ელექტროშოკური მოწყობილობით უკანონო თევზჭერის 4 ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში, ელექტროშოკური მოწყობილობით უკანონო თევზჭერის 4 ფაქტი გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

დეპარტამენტის ცნობით, სამართალდარღვევები რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში, გურიაში, შიდა ქართლსა და ქვემო ქართლშია აღკვეთილია.

“ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშარში მოქალაქე მდინარე რიონზე ელექტროშოკური მოწყობილობისა და ჩოგანბადეების გამოყენებით ახდენდა თევზჭერას და სხვადასხვა სახეობის 3კგ თევზი ჰქონდა მოპოვებული.

უკანონო თევზჭერისას იგივე აკრძალულ საშუალებას იყენებდა მოქალაქე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს მიმდებარედ,  მდინარე ნატანებზე.  

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის მიმდებარედ, მდინარე მტკვარზე,  მოქალაქე ელექტრშოშოკური მოწყობილობით გასაბერი ნავიდან ახდენდა უკანონო თევზჭერას. სამართალდამრღვევს უკანონოდ ჰქონდა მოპოვებული ხრამულის სახეობის 8 კგ. თევზი.

ასევე 8 კილოგრამი სხვადასხვა სახეობის თევზი მოიპოვა ელექტყროშოკური მოწყობილობის გამოყენებით მოქალაქემ მარნეულის მუნიციპალიტეტ სოფელ ლეჟბადინის მიმდებარედ, მდინარე ხრამის კალაპოტიდან.

ბრაკონიერი არ დაემორჩილა ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და მიიმალა. სამართალდამრღვევი შსს მარნეულის სამმართველოს თანამშრომლებმა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლის ფიზიკური შეურაცხყოფისა და დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს.  

ვინაიდან ოთხივე ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics