|
2024-07-23 17:09:54, 505 ნახვა
სამართალი
შემოსავლების სამსახური - ბათუმის აეროპორტში 133 ათას ლარზე მეტი ღირებულების არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის გატანის ფაქტი აღიკვეთა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საავიაციო უშიშროების სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, საბაჟო გამშვებ პუნქტში, “ბათუმის აეროპორტი" დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის უკანონო გატანის 2 ფაქტი აღკვეთეს. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. სამსახურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის მოქალაქეების კუთვნილი ხელბარგის საავიაციო უსაფრთხოების კონტროლის/შემოწმების გავლისას, სამგზავრო ჩანთაში ოქროსა და ვერცხლის ზოდები აღმოაჩინეს. “აღნიშნულ პირთა იდენტიფიცირების შემდგომ, კანონით გათვალისწინებული ზომების მიღების მიზნით, საავიაციო უშიშროების წარმომადგენლებმა, სამართალდარღვევის შესახებ, მყისიერად მიაწოდეს ინფორმაცია საბაჟო დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს. რის შედეგადაც, საბაჟო კონტროლის პროცედურების ფარგლებში, უფლებამოსილი მებაჟე-ოფიცრების მიერ, გამოვლენილი იქნა საერთო ჯამში - 133 125,24 ლარის ღირებულების ოქროსა და ვერცხლის ზოდები, ასევე შენადნობის სახით დამზადებული ოქროს ფირფიტები (ოქროს საერთო წონა 560,78 გრამი, ხოლო ვერცხლის 6 230 გრამი). საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა. აღსანიშნავია, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა მწვანე დერეფნის გავლით ისე დატოვეს საბაჟო გამშვები პუნქტი, “ბათუმის აეროპორტის'' საბაჟო კონტროლის ზონა, რომ არ მიუმართავთ უფლებამოსილი მებაჟე-ოფიცრისთვის და არ განუხორციელებიათ სავალდებულო დეკლარირება. შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ დეკლარირების მიზნით საკმარისია მგზავრმა მიმართოს საბაჟო დეპარტამენტის შესაბამის თანამშრომელს და განახორციელოს შესაბამისი საქონლის სავალდებულო დეკლარირება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
სქროლვა-სქრინვის (ცენზურის) დეპარტამენტმა სასამართლოებს უკვე 60 საქმე გადასცა
Amnesty — საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ცილისწამება, გააუქმეთ კანონები და გამოიძიეთ ძალადობა
სერბეთის პრეზიდენტი კათოლიკოს შიო III-ს შეხვდა
ყაველაშვილი: საქართველო დაინტერესებულია დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან ურთიერთობების გაფართოებით
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)