|
2024-07-23 14:17:23, 426 ნახვა
საზოგადოება
შსს - მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების ინდექსის მიხედვით საქართვველომ შეფასების 4-ბალიანი სისტემით 3,5 ქულა დაიმსახურა
გლობალური დემოკრატიის საერთაშორისო შემფასებელმა ორგანიზაციამ “დემოკრატიის მრავალფეროვნება“ მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების ინდექსი გამოაქვეყნა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ საქართველომ შეფასების 4 - ბალიანი სისტემით 3,5 ქულა დაიმსახურა და მსოფლიოში 50-ე ადგილზე გავიდა. “2012 წლის შემდეგ შეფასების გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ათეულშია, ევროპაში კი პირველ ადგილზეა. საქართველოს 2012 წელს შეკრების თავისუფლების მიხედვით ევროპის ყველაზე საშიში ქვეყნების სამეულში იყო რუსეთთან და ბელარუსთან ერთად და მსოფლიოში 99-ე პოზიცია ეკავა, შემდგომ 11-წლიან პერიოდში კი საქართველო მსოფლიო რეიტინგში 49 ადგილით დაწინაურდა. საქართველო მინიჭებული ინდექსის მიხედვით, უსწრებს ისეთ ქვეყნებს როგორებიცაა: ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, შვეიცარია, ლატვია, რუმინეთი, პოლონეთი, უნგრეთი, ბულგარეთი, სამხრეთ კორეა, სინგაპური, თურქეთი და ა.შ. მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების ინდექსის მიხედვით, ისტორიულად ყველაზე მაღალი შეფასებები საქართველომ წელს და შარშან გამოქვეყნებულ ინდექსში მიიღო“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)