|
2024-07-23 10:48:47, 311 ნახვა
საზოგადოება
დუშეთის შშმ პირთა პანსიონატში, საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად, დუშეთის შშმ პირთა პანსიონატში, საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა, პანსიონატში მცხოვრებ შშმ პირებსა და თანამშრომლებს, საპარლამენტო არჩევნებისთვის დაგეგმილი სიახლეების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. “ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ირინე წაქაძის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაცია ორიენტირებულია, რომ უზრუნველყოს ყველა ამომრჩევლისთვის თანაბარი პირობების და შესაფერისი საარჩევნო გარემოს შექმნა. შშმ პირებმა, თანამშრომლებთან ერთად, იმიტირებულ კენჭისყრაშიც მიიღეს მონაწილეობა, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ჩაატარეს. კერძოდ, ბენეფიციარებმა, პრაქტიკაში გამოცადეს ელექტრონული საარჩევნო ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის, ხმის მიცემისა და დათვლის აპარატების მუშაობა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)