|
2024-07-22 15:16:57, 312 ნახვა
საზოგადოება
გლდანში, მესამე მიკრორაიონის N9 კორპუსთან სკვერი ეწყობა
გლდანის მესამე მიკრორაიონის N9 კორპუსთან სკვერი ეწყობა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, სამუშაოები 6 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ხორციელდება. ტერიტორიაზე ეწყობა ბავშვთა გასართობი, ფიტნეს და მოსასვენებელი ზონები; მონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები - დაითესება ბალახი და დაირგვება ხე-მცენარეები. ასევე, განთავსდება სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა. სამუშაოების მიმდინარეობას გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კონსტანტინე ზარნაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო. „რეკრეაციული სივრცეების მოწყობა თბილისის მუნიციპალიტეტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მეტი მწვანე სივრცე ნიშნავს ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლის შემცირებას, მოსახლეობისთვის განტვირთვისა და ჯანსაღი ცხოვრების ხელშემწყობი ადგილის გაჩენას. სამწუხაროდ, რაიონში გვაქვს ისეთი ადგილებიც, სადაც სკვერის მოსაწყობად ტერიტორია ფიზიკურად არ არსებობს, თუმცა, სადაც ამის საშუალება გვაქვს, მაქსიმალურად ვცდილობთ, გამწვანებული სივრცეები შევქმნათ, რომელთაც მოსახლეობა ასე აქტიურად ითხოვს“, - განაცხადა ბესიკ კალაძემ. მესამე მიკრორაიონში მიმდინარე სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 1 079 500 ლარი დაიხარჯება.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)