2016-02-17 14:51:13, 547 ნახვა
საზოგადოება
პარლამენტში ერთი და იმავე სქესის მქონე ადამიანთა ქორწინების ამკრძალავი ინიციატივა დარეგისტრირდა
საქართველოს პარლამენტში ერთი და იმავე სქესის ადამიანების ქორწინების ამკრძალავი საკანონმდებლო წინადადება დარეგისტრირდა, რომლის ინიციატორიც არასამთავრობო ორგანიზაცია „დაიცავი შენი უფლებებია“.
საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, ოჯახი უნდა განისაზღვროს, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობა.
საკანონმდებლო ინიციატივის ავტორების მოთხოვნაა, კონსტიტუციაში ჩაიწეროს, რომ „ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ერთობა, რომელიც ემყარება მათ უფლებრივ თანასწორობას და ნებაყოფლობას“.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან