06:04 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-20 13:14:40, 316 ნახვა

იუსტიციის სამინისტრომ ახალგაზრდული პროექტი დაიწყო

ყვარლის სასწავლო ცენტრში იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე მოადგილეებთან ერთად ახალგაზრდულ კლუბ „YOUTHTITIA"-ს წევრებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მინისტრმა სტუდენტებს წარმატებები უსურვა და კლუბის წევრებს სამინისტროს საქმიანობის სფეროები და პრიორიტეტული მიმართულებები გააცნო.

„კონკურსის წესით არჩეულ იქნა 30 სტუდენტი, რომელთაც  შესაძლებლობა ექნებათ, ერთი წლის განმავლობაში იუსტიციის სამინისტროს სისტემაში გაიარონ პრაქტიკა; განახორციელონ პროექტები, რომელთაც დააფინანსებს იუსტიციის სამინისტრო. ვფიქრობ, ეს უნიკალური შესაძლებლობა ახალგაზრდებს დაეხმარება პროფესიულ განვითარებაში, ასევე, ქმედით დახმარებას გაუწევს სახელმწიფოს ახალგაზრდა, მოტივირებული, მაღალკვალიფიციური და ინიციატივიანი კადრების მოძიებაში", - განაცხადა სტუდენტებთან შეხვედრაზე რატი ბრეგაძემ.

პირველ ეტაპზე ახალგაზრდული კლუბის წევრები ორდღიან ტრენინგს გაივლიან გუნდური შეჭიდულობისა და იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის შესახებ.

„YOUTHTITIA" იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის მეორე-მეოთხე კურსის სტუდენტებსა და მაგისტრანტებს მრავალფეროვან სასწავლო აქტივობებს, თემატურ შეხვედრებსა და საავტორო პროექტების განხორციელების შესაძლებლობას სთავაზობს.

"კლუბის წევრებად საქართველოს ავტორიზებული უნივერსიტეტებიდან 30 სტუდენტი იქნა შერჩეული 1 წლის ვადით.

პლატფორმა საშუალებას იძლევა, სტუდენტებმა განივითარონ პროფესიული უნარ-ჩვევები, გაიღრმაონ დარგობრივი ცოდნა, ჩაერთონ საჯარო მმართველობის პროცესში და მონაწილეობა მიიღონ იუსტიციის სამინისტროს რეფორმებში. პროფესიული უნარ-ჩვევები, გაიღრმაონ დარგობრივი ცოდნა, ჩაერთონ საჯარო მმართველობის პროცესში და მონაწილეობა მიიღონ იუსტიციის სამინისტროს რეფორმებში", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics