04:24 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-20 13:02:32, 339 ნახვა

საზოგადოება
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში პროექტის „სათემო რეინჯერი“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში პროექტის „სათემო რეინჯერი“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. პროექტის ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა განვლილი ეტაპები და შედეგები შეაჯამეს და პრეზენტაციები წარადგინეს. ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, „სათემო რეინჯერი“ დაცული ტერიტორიების მიმდებარე ახალგაზრდების ჩართულობით უკვე 10 წელია ხორციელდება დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან აქტიური თანამშრომლობით, “სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო-კვლევით ცენტრის” (NACRES) მიერ.

"პროექტის „სათემო რეინეჯერი“ მიზანს ადგილობრივი ახალგაზრდების ჩართულობით, თანამონაწილეობრივი მართვის პრინციპების დანერგვა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს.

პროექტის მონაწილე ახალგაზრდები, თეორიულ ნაწილში, ტრენინგებს გადიან დაცული ტერიტორიების, ბიომრავალფეროვნების მონიტორინგისა და მონიტორინგში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების თემატიკით. პრაქტიკული ნაწილი კი, ეროვნული პარკის რეინჯერებთან აქტიური თანამშრომლობით, უშუალოდ მონიტორინგის ღონისძიებებში ჩართულობას მოიცავს: სათემო რეინჯერები, პროექტის გუნდთან და ეროვნული პარკის რეინჯერებთან ერთად, აქტიურად ერთვებიან საველე ექსპედიციებში და ბიომრავალფეროვნების მონიტორინგში.

პროექტი „სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის“ (NACRES) მიერ, დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკსა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით, კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) მხარდაჭერით განხორციელდა", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics