|
2024-07-18 14:38:50, 866 ნახვა
რეგიონი
ქედის მერი „ბეთლემის“ წევრებს და ქორეოგრაფებს შეხვდა
ქედის მუნიციპალიტეტის მერი როლანდი ბერიძე, კულტურის ცენტრთან არსებულ ქორეოგრაფიული ანსამბლის "ბეთლემის" წევრებს და ქორეოგრაფებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, ქორეოგრაფიული ანსამბლი "ბეთლემი" წელს 20 წლის გახდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ბეთლემს "სახალხო ანსამბლის წოდება" მიენიჭა. "ანსამბლი "ბეთლემი" აქტიურად მონაწილეობდა ქართულ ხალხური და მსოფლიო ცეკვების საერთაშორისო ფესტივალში, რომელსაც არაერთი ჯილდო, სიგელები, დიპლომები და თასი აქვს მიღებული, ასევე გავლილი აქვს სერთიფიცირება. ქედის მუნიციპალიტეტის მერია, ქორეოგრაფიულ ანსამბლ ,,ბეთლემს" ბულგარეთის რესპუბლიკაში, ქალაქ მეზდრაში ვიზიტს დაუფინანსებს, სადაც საერთაშორისო ფოლკლორულ ფესტივალში, "ფოლკლორი მეზდრას მაგიაში" მიიღებს მონაწილეობას. შეხვედრას მერის მოადგილე მამუკა ფარტენაძე, განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი ეკატერინე ქაჯაია და ა(ა)იპ ქედის კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი ჯამბულ სურმანიძე ესწრებოდა", - ნათქვანია ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)