21:56 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-17 13:14:21, 594 ნახვა

საზოგადოება
GIZ-ის ორგანიზებით, პროგრამის „ბიომრავალფეროვნების ინტეგრირებული მართვა სამხრეთ კავკასიაში“ პრეზენტაცია გაიმართა

სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების ორგანიზებით (GIZ), პროგრამის „ბიომრავალფეროვნების ინტეგრირებული მართვა სამხრეთ კავკასიაში“  პრეზენტაცია გაიმართა.

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა მიმართა.

უწყების ცნობით, პროგრამა სომხეთსა და საქართველოში, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) მხარდაჭერით, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) თანადაფინანსებით ხორციელდება.

გერმანიის მთავრობის კავკასიის ინიციატივის ფარგლებში, პროგრამა სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნის გარემოს დაცვის სამინისტროებთან თანამშრომლობს. პროგრამა ეროვნულ დონეზე მხარს უჭერს ბიომრავალფეროვნების სტრატეგიებისა და რეგულაციების შემუშავებას ან განახლებას, განსაკუთრებით ტყისა და საძოვრების მართვის, ასევე ეროზიის კონტროლის სფეროში.

პროგრამა ეფუძნება „ბიომრავალფეროვნების მდგრადი მართვა სამხრეთ კავკასიაში“ და „მთიან რეგიონებში ეროზიის ინტეგრირებული კონტროლი სამხრეთ კავკასიაში“ პროგრამების  მიღწევებს და გაგრძელდება მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics