12:47 - 22 Jul, 2026
|
2024-07-17 15:01:20, 866 ნახვა
რეგიონი
კასპში, კოსტავას ქუჩაზე რკინა-ბეტონის საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაო მიმდინარეობს
ქალაქ კასპში, კოსტავას ქუჩაზე რკინა-ბეტონის საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაო მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, მერიამ კედლის მოწყობა მოსახლეობის და ტრანსპორტის გადაადგილების უსაფრთხოების მიზნით დაიწყო. „მიმდინარე სამუშაო პროცესს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან აჩიკო გიგოლაშვილთან ერთად გაეცნო. დამცავი კედლის მოწყობას შპს "მშენ +“ ახორციელებს, პროექტი კი მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება“, - აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)