13:52 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-15 17:11:48, 602 ნახვა

მსოფლიო
ლატვიაში, ბელარუსში რეგისტრირებული ავტომანქანების შესვლა იკრძალება

დღეიდან, ბელარუსში გაცემული სარეგისტრაციო ნომრის მქონე მსუბუქი ავტომობილები ლატვიაში შესვლას ვეღარ შეძლებენ. ამის შესახებ უცხოური მედია ლატვიის შემოსავლების სამსახურის პრესსამსახურზე დაყრდნობით იტყობინება.

მათივე ცნობით, ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების მიხედვით, ევროკავშირში აკრძალულია საქონლის იმპორტი ბელარუსიდან, რომლის გაყიდვა მინსკის შემოსავლების დივერსიფიკაციას შეუწყობს ხელს, რაც მხარს უჭერს რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ.

“ევროკავშირის სანქციების დაცვის უზრუნველსაყოფად, 2024 წლის 16 ივლისიდან, პირებს ლატვიის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ბელარუსის რესპუბლიკაში რეგისტრირებული მანქანებით შესვლა ეკრძალებათ “, - ნათქვამია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ შესვლის ეს აკრძალვა არ ვრცელდება მანქანებზე, რომლებიც განკუთვნილია დიპლომატიური და საკონსულო მისიების, დელეგაციების, საელჩოებისა და მისიების მოგზაურობისთვის.

ბელარუსში რეგისტრირებული მანქანის მძღოლს სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან დაბრუნება იმ ქვეყანაში მოუწევს, საიდანაც ის ლატვიაში შესვლას ცდილობდა.

თუ ის უარს იტყვის საბაჟო ორგანოების მითითებების შესრულებაზე, მათ შორის ბელარუსში ან რუსეთში დაბრუნებაზე, შესაძლოა, მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება მის საკუთრებაში არსებული მანქანის ჩამორთმევის შესახებ.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა ევროკომისიის დაზუსტების შემდეგ გადაწყვიტეს, ქვეყანაში რუსული რეგისტრაციით მანქანების შეშვება შეეჩერებინათ. მოგვიანებით, მათ ფინეთი და პოლონეთიც შეუერთდნენ.

ევროკომისიის განმარტებით, ევროკავშირთან საზღვრის გადაკვეთისას, რუსეთის მოქალაქეებს, შესაძლოა, ავტომანქანებთან ერთად, ტელეფონები, ძვირფასი ნივთები და სხვა აღჭურვილობაც ჩამოერთვათ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
საქართველოში ვიზიტის შემდეგ, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ანგარიშს აქვეყნებს
მოემზადეთ PLUS-ის დაბადების დღისთვის - მიიღეთ 20%-იანი PLUS ქულების ქეშბექი Alta-ში DREAME-ის პროდუქციის შეძენისას
ქალი პოლიტიკოსები რუსთავის ციხესთან შეიკრიბნენ და ელენე ხოშტარიას სოლიდარობა გამოუცხადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics