15:09 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-15 15:28:16, 493 ნახვა

პოლიტიკა
გახარია რუხაძეზე - ეს კაცი ივანიშვილის თოჯინებში დაწინაურდა!

გუშინდელი სამარცხვინო ინტერვიუს შემდეგ, ეს კაცი ივანიშვილის თოჯინებში დაწინაურდა! - ასე ეხმაურება პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია ტელეკომპანია "იმედის" მფლობელის, ირაკლი რუხაძის განცხადებას.

როგორც გახარია სოციალურ ქსელში წერს, რუხაძე "პირველი ადამიანია, რომელმაც ბიძინა ივანიშვილის დავალებით, ქვეყნის კონსტიტუციის ჩანაწერი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა".

"გუშინდელი სამარცხვინო ინტერვიუს შემდეგ, ეს კაცი ივანიშვილის თოჯინებში დაწინაურდა! ის გახდა პირველი ადამიანი, რომელმაც ივანიშვილის დავალებით, ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციის ჩანაწერი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. 

ადამიანი, რომელსაც თავად ამერიკის პასპორტი აქვს და ევროპაში ცხოვრობს, საკუთარი ფულის გადასარჩენად და ივანიშვილის დავალებით, საკუთარი პროპაგანდისტული ტელევიზიიდან ჩვენს შვილებს არწმუნებს, რომ ევროპა ცუდია. 

ეროვნული ინტერესების და ხალხის ღალატის ფასს ყველა პერსონალურად გადაიხდის! დროის საკითხია და ეს დრო უკვე მოდის",- წერს გახარია "ფეისბუქის" გვერდზე.

შეგახსენებთ, ტელეკომპანია "იმედის" მფლობელმა, ირაკლი რუხაძემ განაცხადა, რომ ევროინტეგრაცია კონსტიტუციაში არ უნდა ჩაწერილიყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალაძე: ელენე ხოშტარიას მინდა, მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო
ევროპარლამენტში გაფართოების საკითხებზე იმსჯელებენ - ევროსკოპის ინფორმაციით, შეხვედრაზე ქართული დელეგაცია არ იქნება
სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული 7 პირი დამნაშავედ ცნო, პატიმრობა მიესაჯათ
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics