20:30 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-15 13:53:16, 456 ნახვა

მსოფლიო
ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი თანამდებობას ტოვებს

ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა თანამდებობა დატოვა, რათა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უფროსის თანამდებობა დაიკავოს. ამის შესახებ ორშაბათს, პრეზიდენტის ოფისმა განაცხადა, როგორც ამას სააგენტო Reuters-ი იტყობინება.

Reuters-ის ცნობით, კალასმა 2019 და 2023 წლებში საყოველთაო არჩევნებში გაიმარჯვა  და 2021 წლიდან მთავრობის სათავეში იდგა.

“ის დარჩება ესტონეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად იქამდე, ვიდრე აგვისტოს დასაწყისში შემდეგი მთავრობა არ დამტკიცდება. “რეფორმის პარტია“ კი  მინისტრის კანდიდატად კრისტენ მიხალის აირჩევს, რომ  შემდეგ ის გახდეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი“,- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics