|
2024-07-15 12:48:43, 911 ნახვა
რეგიონი
ომარ ტაკიძემ შუახევში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა
შუახევში, დაბის განვითარების პროექტის ფარგლებში, შ. რუსთაველის, თამარ მეფისა და ი. ჭავაჭავაძის ქუჩებზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას შუახევის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, სამუშაო პროცესს, შუახევის მერი ომარ ტაკიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარ წევრ ფრიდონ ფუტკარაძესთან და სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად ადგილზე გაეცნო. "პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს შენობებისა და საცხოვრებელი სახლების გარე ფასადების სარეაბილიტაციო სამუშაოები, სკვერის, ფანჩატურის, ბილიკების მოწყობა, ფერდსამაგრი კედლების ფილებით მოპირკეთება, სანიაღვრე არხების, კიბეებისა და სველი წერტილების რეაბილიტაცია.
სამუშაოები, რომელიც მიმდინარე წელს დასრულდება 774 000 ლარამდე დაიხარჯება. მშენებლობაზე დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა",- ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)