2024-07-14 17:06:08, 520 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: ღრმად ვარ შეშფოთებული დონალდ ტრამპზე თავდასხმით - მშვიდობას ვუსურვებ ამერიკას და ამერიკელ ხალხს
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი დონალდ ტრამპზე განხორციელებულ თავდასხმას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ღრმად ვარ შეშფოთებული ამერიკის 45-ე პრეზიდენტზე, პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპზე თავდასხმით. მადლობა ღმერთს, ის სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს და ჯანმრთელადაა. მშვიდობას ვუსურვებ ამერიკას და ამერიკელ ხალხს, მთელ მსოფლიოს!“, - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.
დონალდ ტრამპი პენსილვანიის შტატის ქალაქ ბატლერში გამართულ აქციაზე დახვრიტეს. ტყვიამ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს მარჯვენა ყური დაუკრა, რის შემდეგაც უშიშროების თანამშრომლებმა მას დაფარეს. თავდამსხმელი საიდუმლო სამსახურმა ესროლა და მოკლა. FBI-მ ეჭვმიტანილი 20 წლის თომას მეთიუ კრუკსი დაასახელა. მკვლელობის მცდელობის შედეგად აქციის ერთ-ერთი მაყურებელი დაიღუპა, ორი კი დაშავდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,