2016-02-17 10:51:32, 555 ნახვა
საზოგადოება
თბილისის აეროპორტში უამინდობის გამო 5 რეისი გაუქმდა, 5 გადაიდო
ძლიერი ნისლის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გვიან ღამით 5 რეისი გაუქმდა და 5 გადაიდო. გუქმებული ფრენებიდან 4 სტამბოლის, ერთი კი ყაზახეთის ქალაქ აქტაუსის მიმართულებით უნდა შესრულებულიყო.
რეისები გადაიდო მინსკის, კიევის, მოსკოვის, დუბაის და ჩინეთის ქალაქ ურუმჩის მიმართულებით. ჩინეთის რეისი თბილისის ნაცვლად ბაქოში შესრულდა.
ბოლო ინფორმაციით, ავიაკომპანია "პეგასუსმა", სტამბოლის გაუქმებული რეისის სანაცვლოდ თბილისი-სტამბოლის დამატებითი ფრენა 14 საათზე დანიშნა.
გადადებული ფრენები მოსკოვის, კიევისა და ჩინეთის ქალაქ ურუმჩის მიმართულებით დღესვე შესრულდება, თუმცა საბოლოოდ მათი შესრულება ამინდზეა დამოკიდებული.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან