09:08 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-13 13:35:25, 1266 ნახვა

სპორტი
ქართველი ფეხბურთელი გიორგი მიქაუტაძე მონაკოსთან კონტრაქტს მოაწერს ხელს

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი გიორგი (ჟორჟ) მიქაუტაძე მონაკოს კლუბში ითამაშებს. იტალიელი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო სოციალურ ქსელში წერს, რომ მიქაუტაძესა და კლუბს შორის კონტრაქტი ოფიციალურად დღეს, 13 ივლისს გაფორმდება.

ჟურნალისტის ინფორმაციით, ქართველ ფეხბურთელსა და მონაკოს შორის სიტყვიერი შეთანხმება გასულ კვირას გაფორმდა.

„მიქუტაძე შაბათს გაფრინდება მონაკოში, რათა სამედიცინო შემოწმება გაიაროს და კონტრაქტი გააფორმოს. პაკეტი ეღირება 20 მილიონი ევრო პლუს მეტსის დანამატები“, - წერს ფაბრიციო რომანო.

შეგახსენებთ, რომ ჟორჟ მიქაუტაძე ცოტა ხნის წინ FC Metz-მა ამსტერდამის აიაქსიდან იყიდა. გასულ აგვისტოში ქართველი ფეხბურთელი ჰოლანდიის ჩემპიონატში გადავიდა, თუმცა ფეხი ვერ მოიკიდა და იანვარში იჯარით საფრანგეთში დაბრუნდა.

გიორგი მიქაუტაძე ევრო 2024-ის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირია. კონტინენტის ჩემპიონატზე მან სამი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა, წერს SOVA.

რაც შეეხება მონაკოს, ამ გუნდმა გასულ წელს საფრანგეთის ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავა და მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics