2024-07-11 12:30:04, 481 ნახვა
პოლიტიკა
კოფი - მთელი მძიმე შრომა, 2008 წლის ბუქარესტის შემდეგ, „რუსული კანონის“ წყალობით წყალში ჩაიყარა
ჰადსონის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი ლუკ კოფი ნატოს ვაშინგტონის სამიტის დეკლარაციას ეხმაურება და ამბობს, რომ საქართველოს ნატოს მისწრაფებების ნებისმიერი ხსენება დეკლარაციიდან ამოღებულია.
როგორც კოფი X-ზე წერს, "ეს ნათელი, ტრაგიკული და უდაო მტკიცებულებაა იმისა, რომ "ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ევროატლანტიკური გზა შეაფერხა".
"სამიტის დეკლარაციადან ამოღებულია ნებისმიერი ხსენება საქართველოს ნატოს მისწრაფებაზე.
მთელი მძიმე შრომა, 2008 წლის ბუქარესტის შემდეგ, "რუსული კანონის" წყალობით წყალში ჩაიყარა“,- წერს კოფი.
შეგახსენებთ, ნატოს ვაშინგტონის სამიტის დეკლარაციაში რუსეთს მოუწოდებენ, მოლდოვიდან და საქართველოდან თავისი ძალები გაიყვანოს. დეკლარაციაში საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების საკითხზე არაფერია ნათქვამი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,