08:08 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-11 11:57:42, 532 ნახვა

საზოგადოება
ადმინისტრაცია - 6 თვეში საქართველოში 3 მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2024 წლის I-II კვარტალში საქართველოში 3 021 067 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ზრდა +5.6%-ია. 

ადმინისტრაციის ცნობით, იანვარი-ივნისის პერიოდში ქვეყანაში 2 123 816 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, 2023 წელთან შედარებით ზრდა +10%-ია. 

„2024 წლის მეორე კვარტალში საქართველოში 1 720 516 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა,  2023 წელთან შედარებით ზრდა +4.2%-ია. 

აპრილი-ივნისის პერიოდში საქართველოში 1 185 172 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა,  2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა +9.2%-ია. 

საერთაშორისო მოგზაურებისა და საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა გამოითვლება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის რეკომენდაციით შემუშავებული მეთოდოლოგიის მიხედვით და მოიცავს უკვე განხორციელებულ და დასრულებულ ვიზიტებს“, - აღნიშნულია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics